ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილის ღია წერილი ჟურნალისტთა კორპუსს

25 დეკემბერი 2013

პატივცემულო ჟურნალისტებო,

 

თქვენთან მიმართვა გადამაწყვეტინა იმ უდიდესმა იმედგაცრუებამ რაც ივანიშვილის ხელისუფლებამ მოუტანა სამოქალაქო საზოგადოებას ადამიანი რომელიც სამოქალაქო სექტორში დაბრუნდა, დაგვიტოვა ისეთი ხელისუფლება რომელმაც მიზნად დაისახა სამოქალაქო სექტორის განადგურება.  საქართველო არის განსაცდელში და სამოქალაქო საზოგადოებას  ჟურნალისტთა კორპუსის  დახმარება გვჭირდება. თუ თქვენ არ დადგებით სამოქალაქო საზოგადოების გვერდით ირაკლი ღარიბაშვილი გაანადგურებს სამოქალაქო საზოგადოებას.

საქართველოს პარლამენტის იურიდიული კომიტეტი  და ადამიანის უფლებათა  დაცვის კომიტეტი დღეს,  განიხილავს შინაგან საქმეთა მინისტრის ინიციატივას,   მოწმის  მხოლოდ  სასამართლოში დაკითხვის წესის    გადავადების თაობაზე. ეს არის მეორე  შეტევა  საქართველოს პარლამენტზე და სამოქალაქო საზოგადოებაზე  ღარიბაშვილის და ივანიშვილის მხრიდან. როგორც გახსოვთ, თავდაპირველად,  ზემოთაღნიშნული  ,,სიბრძნის”  განხორციელება დაიწყო  პრემიერმა ივანიშვილმა, რომელმაც 2013  წლის  3  ივლისით დათარიღებული საქართველოს მთავრობის  სხდომის №20 ოქმის   თანახმად,  მოიწონა  ინიციატივა და მიმართა პარლამენტს,  რათა პარლამენტს  შეეტანა ცვლილება  სისხლის   სამართლის   საპროცესო კოდექსის 332-ე მუხლში   და 2014 წლის   დეკემბრამდე  გადავადებულიყო  მოწმედ  დაბარებული   პირის პირდაპირ  სასამართლოში   დაკითხვა.

 

პატივცემული ჟურნალისტებო,

 

დღეს,  საქართველოს პარლამენტის  იურიდიულ კომიტეტში  13.00 საათზე და  ადამიანის უფლებათა   დაცვის კომიტეტში 14.00 საათზე  დაგეგმილია მსჯელობა სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ მიმართულ საკანონმდებლო ცვლილებაზე, რაც გახდება მიზეზი საქართველოში დამკვიდრდეს წამება და არაადამიანური მოპყრობა. რისთვისაც  ჩვენ ვიბრძოდით სააკაშვილის მთავრობის დროს და მივაღწიეთ იმას, რომ სააკაშვილის ხელისუფლებამ უკან დაიხია. დღეს, ღარიბაშვილი და ივანიშვილი, რომლებიც მოვიდნენ  სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერების ლოზუნგით, ცდილობენ წაგვართვან ჩვენი მთავარი მონაპოვარი,  მოწმის   სასამართლოში დაკითხვის წესის  ამოქმედება. სავარაუდოდ  ხვალ,  პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს მოწმის   სასამართლოში დაკითხვის წესის    გადავადებას,   რაც   გააჩენს ახალ მამუკა მიქაუტაძეებს,   ქიმერიძეებს და ა.შ   რაც  ჩვენ არ უნდა დავუშვათ. გავიხსენოთ როგორ ვასროლინეთ კუდით ქვა სააკაშვილს-- ფოტორეპორტიორების საქმესთან დაკავშირებით. ჩვენ,  სამოქალაქო საზოგადოება და ჟურნალისტები ერთად დგომით გადავარჩენთ სამოქალაქო საზოგადოებას.

 

საქართველოს უახლესი ისტორია  ძალიან ბევრ ფაქტს იცნობს, როდესაც სამართალდამცავი ორგანოები მოწმეზე  ზეწოლას ახდენდნენ, რათა მას მიეცა ის ჩვენება,  რაც მათ აწყობდათ.  თუ რომელიმე მოწმე არ ასრულებდა მათ მითითებას, მას ცემით კლავდნენ. როდესაც საქართველოში 2010 წლის 1 ოქტომბრიდან ახალი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი ამოქმედდა, მასში ყველაზე დადებითი ნორმა სასამართლოში მოწმის დაკითხვის ახალი წესი იყო, რომელიც  სამართალდამცავ ორგანოებს სასამართლოს გარეშე მოწმის დაკითხვას  უკრძალავდა. მოცემული სიახლე პოლიციასა და პროკურატურას  უსპობდა საშუალებას მოწმე მიეყვანათ პოლიციის ან სხვა  დაწესებულებაში და ეწამებინათ.  პარლამენტმა სააკაშვილის და ადეიშვილის ზეწოლით,   მასში  ცვლილება შეიტანა და ახალ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსს 332-ე მუხლი  დაამატა. სადაც მიუთითა, რომ მოწმის დაკითვის ახალი წესის ამოქმედება უნდა გადავადებულიყო 2013 წლის 1  დეკემბრამდე.

ბიძინა   ივანიშვილის  პოლიტიკაში შემოსვლის შემდეგ, 2012 წლის თებერვალს, გორის პოლიციაში მოწმის სტატუსით დაკითხვაზე ქიმერიძე მიიყვანეს, რომელიც პოლიციის დაწესებულებაში წამების შემდეგ გარდაიცვალა.  მაშინ ივანიშვილი   გულზე ხელს ირტყამდა და ამბობდა, რომ დამნაშავენი უნდა დასჯილიყვნენ და ეს აღარ უნდა მომხდარიყო. ქიმერიძის სიკვდილის შემდეგ, საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია პარალმენტის ბრალეულობაზე აპელირებდა, რომელმაც  არ  აამოქმედა  მოწმის  დაკითხვის  ახალი  წესი, ვინაიდან საცოდავი ქიმერიძე,   რომ დაკითხულიყო პირდაპირ სასამართლო პროცესზე, დღეს ცოცხალი იქნებოდა. წინასაარჩევნო პერიოდში, ივანიშვილი  და მისი მეოცნებე წევრები  გვპირდებოდნენ   სამართლიან სასამართლოს და გვაიმედებდნენ, რომ საქართველოში ყველაფერი ერთი კაცის გადასაწყვეტი აღარ იქნებოდა. სამწუხაროდ,   ჩვენ  მათ დავუჯერეთ და კვლავ მოვტყუვდით. 

 

ხუთი  თვის  წინ პოლიციის დაწესებულებაში მოწმის სტატუსით მიყვანილი  მამუკა მიქაუტაძე სიცოცხლეს თვითმკვლელობით ასრულებს, მას აღენიშნება წამების კვალი, მაგრამ   აღნიშნულ საკითხზე  მაშინდელი პრემიერი ივანიშვილი  განცხადებას არ აკეთებს  და ავიწყდებათ  2 წლის წინანდელი  განცხადება ქიმერიძის საქმეზე. უნდა აღინიშნოს, რომ ქიმერიძის  საქმეზე  მაშინდელმა შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა პოლიციის უფროსი თანადმებობიდან გაათავისუფლა, რაზეც ივანიშვილმა  კომენტარი გააკეთა,   რომ ხელისუფლებამ უკან დაიხიაო.

ყველა ის უბედურება,  რაც  პოლიციის დაწესებულებებში  მოწმეებთან  მიმართებაში  ხდებოდა, დაკავშირებული იყო  პარლამენტის მიერ მოწმის პირდაპირ  სასამართლოზე დაკითხვის წესის ამოქმედების გადავადებით. პოლიციის დაწესებულებებში ამდენი ადამიანის წამებისა და მკვლელობის  ფაქტების გახმაურების შემდეგ, პირადად მე და ალბათ, სამოქალაქო საზოგადოების დიდი ნაწილი, ვერ წარმოვიდგენდით, რომ საქართველოში კიდევ გამოჩნდებოდა ისეთი პიროვნება, რომელიც სამოქალაქო საზოგადოებას ღიად დაუპირსპირდებოდა და მოითხოვდა მოწმის პირდაპირ  სასამართლოზე დაკითხვის წესის ამოქმედების გადავადებას. ჩემდა სამწუხაროდ, ეს პიროვნება აღმოჩნდა  ბიძინა ივანიშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, რომელსაც თურმე არ სძინავს   სამოქალაქო  საზოგადოებაზე ფიქრით და იბრძვის სამართლიანი სასამართლოს შექმნისათვის.

2013  წლის  ივლისში, საქართველოს ჟურნალისტთა კორპუსი დადგა  სამოქალაქო საზოგადოების გვერდით  არ მისცა უფლება  ივანიშვილს   და ღარიბაშვილს  გაენადგურებინათ  სამოქალაქო საზოგადოება. ჟურნალისტთა კორპუსის  აქტიურობის შედეგად საქრთველოს პარლამეტნმა  მხოლოდ 2013 წლის 31 დეკემბრამდე  გადაავადა  მოწმედ დაბარებული პირის პირდაპირ სასამართლოში დაკითხვა. 

2013 წლის  ნოემბერში  ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან წავიდა  და გადაწყვიტა დაეხმაროს სამოქალაქო საზოგადოებას რათა გაძლიერდეს.

 

პატივცემულო ჟურნალისტებო, ვინაიდან მე ვერასოდეს ვერ მოვხვდი ბიძინა ივანიშვილის და ირაკლი ღარიბაშვილის  მიერ დაგეგმილ შოუებში ე.წ შეხვედრებზე,  გთხოვთ ჰკითხოთ   ყოფილ და ახლანდელ  პრემიერებს,  თუ მოწმე  პოლიციაშიც და სასამართლოშიც იკითხება ერთი და იგივე მეთოდით, ერთი და იგივე სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, რატომ ითხოვენ, რომ მოწმე რომელიც არის უდანაშაულო პირი არ დაიკითხოს სასამართლოში და  დაიკითხოს პოლიციაში? პასუხი ნათელია- სასამართლოში მოწმეს ჩვენების მიცემამდე ვერ აწამებენ სამართალდამცავები, აი ეს არის ორი „ბოლშევიკის  დემოკრატია“, ეს არის ივანიშვილის  დაპირებების  შესრულება, რომ წამება პოლიციაში დამთავრდებოდა. 

სააკაშვილის  ხელისუფლება  სამოქალაქო საზოგადოებასა და საერთაშორისო ორგანიზაციებს დაჰპირდა, რომ 2013 წლის  1 დეკემბრიდან    მოწმე  პირდაპირ  სასამართლო   პროცესზე  დაიკითხებოდა, რასაც სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი ითვალისწინებდა, ივანიშვილის მხრიდან   აღნიშნული   ცვლილების  ინიცირების შემდეგ,    რომ მოწმის სასამართლოში დაკითვა გადავადებულიყო ერთი წლით, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ   ავტეხე დიდი ამბავი.    სამოქალაქო საზოგადოების   გვერდით დადგა  ტელეკომპანია  „კავკასია,“  მერაბ მეტრეველი თავის საავტორო გადაცემით, არასამთავრობო სექტორი, ბეჭდური მედია,  საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე  პარლამენტის ჯანსაღი ნაწილი, მაშინ   ივანიშვილმა უკან დაიხია   პარლამენტს  და სამოქალაქო საზოგადოებას  ვერ გვაჯობა.   ივანიშვილს და  ღარიბაშვილს  თავისი მზაკვრული გეგმა, გაეგრძელებინათ ადამიანთა წამება თავიდან არ ამოუღიათ.  საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, კვლავ ინიცირებას აკეთებენ,  რომ მოწმეები მიიყვანონ, დაკითხონ პოლიციაში,  აწამონ და მერე ეს ჩვენება წინ დაუდონ სასამართლო პროცესის დროს, რომ მოწმემ ჩვენება ვერ გადათქვას.

მთელმა საქართველომ იხილა ტელევიზიის საშუალებით სამართალდამცავებმა როგორ დაადეს ბორკილები მოწმის სტატუსის მოქონე, მერიაში მომუშავე პირებს, რომლებიც შემდეგ დაკითხვის გარეშე გაათავისუფლეს. ხელისუფლებამ მაშინ ჩაიდინა მოწმედ დაბარებული მოქალაქის უკნანონო დაკავება,  რაც  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 147-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ხუთიდან რვა წლამდე, სამართალდამცავი ორგანოს  მუშაკების მხრიდან ჩადენილია საქართველოს  სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული თავისუფლების უკანონო აღკვეთა  ორი ან მეტი პირის მიმართ, რომელიც ისჯება თავისუფლების შვიდიდან ათ წლამდე აღკვეთით.  ასევე სამართალდამცავების მხრიდან ჩადენილია სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, ანუ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება. ყველა ის პირი,  ვინც მონაწილეობდა მოწმედ დაბარებული პირების  უკანონო დაკავებაში, მინიმუმ 5 წლით   თავისუფლების აღკვეთას იმსახურებს.

იგივე მოხდა მამუკა მიქაუტაძის შემთხვევაში,  რომელიც  მოწმის სტატუსით დაიბარეს,  შემდეგ დააკავეს, სავარაუდოდ იძულებით მიაცემინეს ჩვენება რის შედეგად მიქაუტაძემ თავი მოიკლა.   მიქაუტაძის თვითმკვლელობის ფაქტზე პასუხი არვის მოეთხოვა, პირიქით, მოწმის სტატუსით დაბარებული მერიის ჩინოვნიკების დაკვების ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი ოთარ ფარცხალაძე, რომელმაც თურმე 19 წლის ასაკში დაამთავრა უნივერსიტეტი მთავარ პროკურორად მოევლინა საზოგადოებას. ოთარ ფარცხალაძემ იფიქრა უკანონო მოქმედებების  ჩადენა  თანამდებობრივი დაწინაურების წინაპირობაა და ახალ სკანდალში გაეხვია. ნებისმიერ ქვეყანაში ყოფილი პრემიერ მინისტრის განხაცხადების შემდეგ, რომ  იგი ძალის გამოყენებით გამოიყვანეს საპატიმრო დაწესებულებიდან, ჩატენეს მანქანაში და მთავარ პროკურორთან მიიყვანეს, რომელიც მას აძალებდა ჩვნების   მიცემას, ნებისმიერ ქვეყანაში გახდებოდა პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნის საფუძველი, მაგრამ    სამოქალაქო საზოგადოებას  თვალში ნაცარი შეგვაყარა  ირაკლი ღარიბაშვილმა.

პატივცემულო ჟურნალისტებო, მინდა ასევე  შეგახსენოთ ქართული ოცნების საარჩევნო პროგრამა სადაც გაწერილი იყო, რომ  პარლამენტში საგამოძიებო კომისიას უნდა ხელმძღვანელობდეს ოპოზიციის კანდიდატი არც ეს ელემენტარული მოთხოვნა შეასრულეს, აღნიშნულის დაკმაყოფილებას  ფინანსური ხარჯები არ სჭირდებოდა,   პოლიტიკური ნება კი მათ არ აღმოაჩნდათ.

 პატივცემულო ჟურნალისტებო, როგორც ხედავთ ქვეყანაში სამოქალაქო საზოგადოების მდგომარეობა ძალიან რთულია, ამიტომ თქვენს მეტი ჩვენს ქვეყანას ვერვინ ვერ უშველის, თუ  აღნიშნულ საკანონმდებლო ნოვაციაზე არ ატეხეთ განგაში და ღარიბაშვილს არ ააღებინეთ ხელი ბოროტ განზრახვაზე დავიღუპებით,  არ გვექნება სამოქალაქო სექტორს გადარჩენის შანსი, გაგრძელდება  მოწმეების მოტაცება, პოლიციაში მიყვანა მათი გაუპატიურება,  დენთან  მიერთება  და ა.შ.  

პატივცემულო ჟურნალისტებო,  ჩვენ არ უნდა გვაინტერესებდეს,  რა გვარის იქნება ქვეყნის მმართველი,  ჩვენ არც ერთ ხელისუფალს არ უნდა მივცეთ უფლება გაანადგუროს სამოქალაქო საზოგადოება,  როგორც ვხედავთ სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერების ზრუნვით გატანუჯული ივანიშვილი, თურმე რა ,,სიურპრიზს“ გვიმზადებდა. ბოლო დროს განვითარებული მოვლენები  ადასტურებს, რომ ეს არის ჟურნალი,  კინო შემდეგ იქნება. იქნებ რომელიმე ჟურნალისტმა მოიძიოს  სამოქალაქო სექტორში გადასული ივანიშვილი და  კომენტარი გააკეთებინოთ  ღარიბაშვილის  ახალ  საკანონმდებლო სიბრძნესთან დაკავშირებით.

 

პატივცემული ჟურნალისტებო,

გთხოვთ, მოიპოვოთ და სამოქალაქო საზოგადოებას გვაჩვენოთ    ივანიშვილის განცხადებები პოლიციაში მოწმედ მიყვანილი ქიმერიძის  მკვლელობასთან დაკავშირებით და აჩვენოთ სამოქალაქო საზოგადოებას რას გვპირდებოდა ივანიშვილი. მახსოვს,  ქიმერიძის სიკვდილის შემდეგ, ივანიშვილი ხელისუფლების გასამართლებაზე ლაპარაკობდა, მაგრამ როდესაც მისმა ხელისუფლებამ ჩაიდინა მსგავსი უკანონო ქმედებები  ივანიშვილის კომენტარი   თვალით არავის უნახავს.  ჟურნალისტთა კორპუსს მოვუწოდებ, სამოქალაქო საზოგადოებას აჩვენოს ბიძინა ივანიშვილის ნამდვილი სახე  და   ხალხმა კიდევ ერთხელ ნახოს  მისი 2 წლის წინანდელი განცხადებები ქიმერიძის საქმესთან დაკავშირებით.  რა თქმა უნდა „ბიძინავიზიები“- ს სტატუსის  მატარებელი ტელევიზიები აღნიშნულ მოთხოვნას არ შეუერთებიან, მაგრამ ხელისუფლება ყველა ტელევიზიას ვერ აკონტროლებს.   როდესაც 21 დკეკმბერს ცნობილი გახდა, რომ მოწმის პირდაპირ სასამართლო  პროცესზე დაკითხვის წესი უნდა გადავადებულიყო, მხოლოდ ტელეკომპანია „კავკასიამ“  გააკეთა ვრცელი სიუჟეტი რაც თავისთავად ცუდი ფაქტია.

მოგმართავთ ყველა ჟურნალისტს,  დადგეთ სამოქალაქო საზოგადოების გვერდით, როგორც ეს გააკეთა ტელეკომპანია „კავკასიამ“ და არ მისცეთ საშუალება  ხელისუფლებას გაანდაგუროს სამოქალაქო სექტორი.

 

პატივისცემით,

 

ზაზა ხატიაშვილი

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე 

 

 

 

 

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი